სივრცობრივი გეგმები (სახვითი ხელოვნება)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სივრცობრივი გეგმები – ზონები, რომლებზედაც, მისი სიღრმის დამაჯერებლად გადმოცემის მიზნით, იყოფა სიბრტყეზე გამოხატული სივრცე. მაყურებლის სიახლოვეს განლაგებული საგნები ქმნიან პირველ სივრცობრივ გეგმას, შედარებით შორს მდებარე საგნები კი მეორეს, მესამეს და ა.შ. თითოეული სივრცობრივი გეგმა და მასზე განლაგებული საგნები იღებენ სპეციფიკურ ხაზოვან, მოცულობით და შეფერილობით ხასიათს პერსპექტიულ შემცირების, მანძილზე დამოკიდებულ გამოსახულებისა და ფერის სიმკვეთრის და სხვათა გამო.