სითბური გამოსხივება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სითბური გამოსხივება - სხეულის ელექტრომაგნიტური გამოსხივება მისი შიდა ენერგიის ხარჯზე. დამოკიდებულია მხოლოდ გამომსხივებელი სხეულის აბსოლუტურ ტემპერატურასა და ოპტიკურ თვისებაზე. სამხედრო საქმეში გამოიყენება მიზნების გამოსავლენად მათი საკუთარი გამოსხივების საშუალებით.