სილაბური ლექსწყობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სილაბური ლექსწყობა − (ბერძნ. სილაბა - მარცვალი), ლექსწყობის ერთ-ერთი ძირითადი სისტემა, რომელიც ემყარება ტაეპებში მარცვალთა თანაბარ რაოდენობას. გავრცელებულია ისეთ ენებში, რომელთაც უძრავი მახვილი ახასიათებს (იტალიური, პოლონური).
სილაბური ლექსწყობის ტიპური ნიმუშია ალექსანდრიული ლექსი თორმეტმარცვლიანი ტაეპებით, შუაში ცეზურითა და ორი მახვილით (ერთი – შუაში, მეორე – ტაეპის ბოლოს).