სილვიუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სილვიუსი(რომ.) „ტყისა“. ენეასისა და ლავინიას ძე. სხვა ვერსიით, მას ასკანიუსის ვაჟადაც მიიჩნევდნენ.

გავრცელებული მითოსის თანახმად, ენეასის უფროსმა ძემ, იულუსმა (ასკანიუსმა) დააარსა რა ალბა-ლონგა, ქალაქ ლავინიაში სამეფო ტახტი სილვიუსს დაუთმო. იულუსის გარდაცვალების შემდეგ სილვიუსი ალბა-ლონგაშიც გამეფდა და სილვიუსთა სამეფო მოდგმის მამამთავარი შეიქნა. სწორედ ამ მოდგმის ჩამომავლები იყვნენ რომის ფუძემდებლები, რომულუსი და რემუსი.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები