სიმკვრივე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სიმკვრივე – ერთგვაროვანი სხეულებისათვის მისი მასის შეფარდება მისსავე მოცულობასთან. არაერთგვაროვან სხეულებში სიმკვრივე არის მოცულობასთან მასის ფარდობის ზღვარი, როცა მოცულობა მოიჭიმება იმ წერტილისაკენ, რომელშიც განისაზღვრება სიმკვრივე.
ფოროვანი და ფხვიერი სხეულებისათვის განასხვავებენ ჭეშმარიტ სიმკვრივეს (განსაზღვრავენ სხეულში არსებული სიცარიელეების გაუთვალისწინებლად) და მოჩვენებითს სიმკვრივეს (სხეულის მასის ფარდობა მის მიერ დაკავებულ მთელ მოცულობასთან).
სიმკვრივე, როგორც წესი, მცირდება ტემპერატურის გადიდებით და იზრდება წნევის გაზრდით.
ნივთიერი სხეულის სიმკვრივეს დეკარტი განსაზღვრავს როგორც ნივთიერების რაოდენობის მესამე ელემენტს მოცემული სხეულის „სიდიდესა და ზედაპირთან შედარებით“.