სიმონასეული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიმონასეული

სიმონასეული - საღვინე ვაზის ჯიშია. მისგან დამზადებული ღვინო კარგი ღირსების, ინტენსიური შეფერვით და ჯიშური არომატით ხასიათდება. ფოთოლი საშუალო ზომის, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. იშვიათად სამნაკვთიანი. ზედაპირი გლუვი ან ბადისებურად დანაოჭებული. ქვედა მხარ ხასიათდება სუსტი გართხმული შებუსვით. მის ქვემოთ მოფენილია სუსტი სწორმდგომი ბუსუსები.

მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის. მხარიანი. მხრები ხშირად ვითარდება მტევნის ორივე მხარეს, რაც მტევანს აძლევს ჯვრის სახეს. საშუალო სიმკვრივის ან მკვრივი. მარცვალი მომრგვალო, მუქი ლურჯი შეფერვის, საკმაოდ დაფარული ცვილისებური ნაფიფქით. რბილობი საშუალო კონსისტენციის, წვენი ოდნავ შეფერილი, განსაკუთრებული გემოს გარეშე.

ფენოლოგია

კვირტის გაშლა აპრილის მეორე ნახევრიდან, ყვავილობის დასაწყისი ივნისის პირველ დეკადაში, შეთვალება ივლისის მეორე ნახევარში, სიმწიფე სექტემბრის მეორე ნახევარში. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 155 – 160 დღე.

ვაზი საშუალო ზრდის, მოსავალი 1ჰა 48-50ც. მტევნის წონა 204-220გ. ჯიში პერსპექტიულია მთისწინა მევენახეობის რაიონებისათვის.

სიმონასეული კარგი გამძლეობით გამოირჩევა ჭრაქისა და ნაცრის მიმართ. შედარებით გამძლეა ყინვისა და გვალვის მიმართაც.

ყურძნის წვენის შაქრიანობა 25.0- 26.0%, საერთო მჟავიანობა 7.0-7.5გ/ l, pH 3.40


წყარო

ქართული სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიშები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები