სიმონოვი ივანე
ივანე იოსების ძე სიმონოვი (სიმონიანი) – (10.01.1849-1911) სომეხი გენერალ-მაიორი (04.07.1911).
დაიბადა ქ.ტფილისში. დაამთავრა ტფილისის კლასიკური გიმნაზია, ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი და ნიკოლოზის საინჟინრო აკადემია.
1869-1880 წლებში მსახურობდა ჯარში, კავკასიის I მესანგრეთა ბატალიონში.
მონაწილეობდა (1877-1878) წლების რუსეთ-თურქეთის ომში.
1880 -1888 წლებში იმყოფებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის ინჟინერთა უფროსის განკარგულებაში;
1888-1890 წლებში იმყოფებოდა პეტერბურგის სამხედრო ოლქის ინჟინერთა უფროსის განკარგულებაში.
1890-1894 წლებში იმყოფებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის ინჟინერთა უფროსის განკარგულებაში.
1894-1899 წლებში მსახურობდა ვიბორგის საციხოვნო საინჟინრო სამმართველოში შტაბ-ოფიცრად.
1899-1911 წლებში იმყოფებოდა მთავარი საინჟინრო სამმართველოს განკარგულებაში.
1899 წლის 8 აპრილს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1911 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან მუნდირით და პენსიონით. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო
და რუსეთის ორდენებით.
წმ.სტანისლავის III (მახვილებით და ბაფთით-1879) და II ხარ.(1892);
წმ.ანას III (1885) და II ხარ. (1895).
წმ.ვლადიმერის IV ხარ.(ბაფთით, ოცდახუთ წლიანი უმწიკვლო სამსახურისათვის-1911).