სიმონოსეკის ზავი 1895

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიმონოსეკის ზავი 1895 – დაიდო იაპონიასა და ჩინეთს შორის 17.IV სიმონოსეკიში (იაპონია), 1894-95 იაპონია-ჩინეთის ომში ჩინეთის დამარცხების შემდეგ. ხელშეკრულებით ჩინეთმა აღიარა კორეის დამოუკიდებლობა და ავტონომია. გადასცა იაპონიას კუნძული ტაივანი, პენხულედაოს (პენხუ) კუნძულები და ლიაოდუნის ნახევარკუნძული, გადაიხადა კონტრიბუცია 200 მლნ ლიანი, გახსნა 7 ჩინური პორტი ვაჭრობისთვის, რამაც ხელი შეუწყო ჩინეთში უცხოური კაპიტალის შეღწევას. ხელშეკრულება უფლებას აძლევდა იაპონელ ქვეშევრდომებს, მოეწყოთ სამრეწველო წარმოება ჩინეთის ყველა პორტში და შეეტანათ ჩინეთში საქონელი მხოლოდ შესატანი ბაჟის გადახდის საფუძველზე.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები