სიმფონიური ორკესტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სიმფონიური ორკესტრი — ორკესტრის ყველაზე მდიდარი ნაირსახეობა თანამედროვე მუსიკალურ პრაქტიკაში. შედგება საკრავთა რამდენიმე, სხვადასხვაგვარი ჯგუფისაგან. XVIII ს. შუაწლებამდე სიმფონიური ორკესტრი შემადგენლობის მხრივ მერყევი იყო, ჯგუფები ფართოვდებოდა და ივსებოდა. XX ს. პირველ ნახევარში ხანგრძლივი ისტორიული განვითარების შედეგად სიმფონიურმა ორკესტრმა სრულყოფილი სახე მიიღო. თანამედროვე სიმფონიურ ორკესტრში საკრავები იყოფა შემდეგ ჯგუფებად: ხემიანი, ჩასაბერი (ხის, სპილენძის), დასარტყამი, კლავიშიანი. ამჟამად სიმფონიურ ორკესტრს მრავალფეროვან სახეებს შორის განარჩევენ „მცირე სიმფონიური ორკესტრს“ და „დიდ სიმფონიურ ორკესტრს“.