სიმფონიური პოემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სიმფონიური პოემა — ერთნაწილიანი სიმფონიური ნაწარმოები თხრობითი, ლირიკული ან დრამატული ხასიათის პროგრამით; პროგრამული სიმფონიური ნაწარმოების ერთ-ერთი ძირითადი ნაირსახეობა, უპირატესად თავისუფალი ფორმისაა. წარმოიშვა XIX ს. ფერენც ლისტის შემოქმედებაში.