სიმფონიური სურათი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სიმფონიური სურათი — ერთნაწილიანი სიმფონიური ნაწარმოები ასახვითი, ან აღწერითი ხასიათის. პროგრამით; პროგრამული მუსიკის ერთ-ერთი ძირითადი ნაირსახეობა. სიმფონიური სურათი შესაძლოა დაიწეროს ერთ-ერთ საყოველთაოდ მიღებული ფორმით (მაგ.: სონატური, სამნაწილიანი და ა. შ.), მაგრამ მისთვის უფრო დამახასიათებელია თავისუფალი აგებულება.