სიმძიმის ძალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სიმძიმის ძალა – სხეულზე დედამიწის ზემოქმედების ძალა, ანუ დედამიწის ზედაპირის მახლობლად მოთავსებულ ნებისმიერ ნივთიერ წერტილზე მოქმედი ძალა რომელსაც განსაზღვრავენ, როგორც დედამიწის გრავიტაციული
ძალისა და დედამიწის დღეღამური ბრუნვით განპირობებული ცენტრიდანული (გადატანითი) ინერციის
ძალის გეომეტრიულ ჯამს.