სინგამოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სინგამოზი (syngamosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Syngamus + osis დაავადება), ფრინველის ჰელმინთოზი. აღმძვრელები – Syngamus-ის გვარის ნემატოდები პარაზიტობენ ტრაქეაში, იშვიათად, ბრონქებში. გავრცელებულია კერობრივად, თბილი, ტენიანი კლიმატის მქონე ადგილებში. ავადდება ქათამი, ინდაური, ციცარი, ხოხობი, ბატი, ბეღურა, ყვავი, კაჭკაჭი და სხვ. უპირატესად, მოზარდეული ავადობს.
სიმპტომები: ფრინველის თავს იქნევს, კისერს იგრძელებს, პირს აღებს („ამთქნარებს“), რა დროსაც გამოსცემს მოკლე, სტვენის მსგავს ხმას, აცემინებს. სუნთქვა გართულებულია, ვითარდება ქოშინი და ასფიქსიის ნიშნები. ფრინველი გამხდარი და დასუსტებულია. ხილული ლორწოვანი გარსები მკრთალია, ბუმბული – აბურძგნული, ფრთები – ჩამოშვებული, მოძრაობა – შენელებული. წიწილა ასფიქსიისაგან იღუპება.