სინდრომი თიამინის დეფიციტის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინდრომი, თიამინის დეფიციტის - (thiamine deficiency syndrome), თიამინის დეფიციტის კლასიკური გამოვლინებაა დაავადება ბერი-ბერი, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება და გავრცელებულია იმ რაიონებში, სადაც ძირითად საკვებს გაწმენდილი თეთრი ბრინჯი წარმოადგენს. სხვა ქვეყნებში თიამინის დეფიციტი ეტიოლოგიურად ძირითადად ალკოჰოლის მიღებასთანაა დაკავშირებული, ამასთან, კლინიკურ სურათში ნერვული სისტემის დაზიანების სიმპტომები ჭარბობს. თიამინის დეფიციტის ერთ-ერთი გამოვლინებაა ვერნიკეს ენცეფალოპათია, აგრეთვე – პოლინევროპათია, ორივე აშლილობა ერთდროულადაც შეიძლება აღინიშნებოდეს.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები