სინუსების თეორემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სინუსების თეორემა
1) ბრტყელი ტრიგონომეტრიის თეორემა, რომელიც ადგენს თანაფარდობას ნებისმიერი სამკუთხედის a, b, c გვერდებსა და მათ პირდაპირ მდებარე A, B, C კუთხეების სინუსებს შორის. გამოისახება ფორმულით:
სადაც R – მოცემულ სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის რადიუსია.
2) სფერული ტრიგონომეტრიის თეორემა, რომელიც გამოისახება ფორმულით:
სადაც A, B, C – სფერული სამკუთხედის კუთხეებია, a, b, c – მათი მოპირდაპირე გვერდები.
სინუსების თეორემა პირველად დამტკიცებულ იქნა X-XI ს-ში ახლო და შუა აღმოსავლეთის მათემატიკოსების მიერ. ამ თეორემის აღმოჩენამ დიდი როლი შეასრულა ტრიგონომეტრიის განვითარებაში.