სინუსიტის გართულებები
სინუსიტის გართულებები — ეს პათოლოგია შესაძლოა დამძიმდეს ოფთალმოლოგიური და ინტრაკრანიალური გართულებებით.
სარჩევი |
ოფთალმოლოგიური პრობლემები
ორბიტალური ცელულიტი
ამ დროს, სინუსიტი რთულდება ქუთუთოს და კონიუქტივის შეშუპებით, რომლის ხარისხი შესაძლოა ისეთი იყოს, რომ თვალის გახელაც ვერ შეძლოს პაციენტმა. რადიოლოგიური კვლევებით გამოჩნდება ამ მიდამოს კავშირი სინუსის პათოლოგიასთან. ძირითადი საკითხი გახლავთ ის, თუ რა ტიპის მკურნალობა უნდა ავირჩიოთ – ოპერაციული თუ მედიკამენტოზური.
თუ საქმე გვაქვს მხოლოდ რბილი ქსოვილის ინფიცირებასთან და შეშუპებასთან, მაშინ კორტიკოთერაპია და ანტიბიოტიკოთერაპია საკმარისია შედეგის მისაღწევად. თუ სოკოვანი დაავადება გვაქვს, მაშინ სპეციფიკური ქიმიოთერაპიაა საჭირო.
მაგრამ, თუ პათოლოგიის მიზეზი სადმე ბლოკირებული ჩირქია(მაგ. ბლოკირებული ეთმოიდიტი, ჰაიმორიტი), სასწრაფოდ არის ჩასატარებელი ენდოსკოპიური, მადრენირებელი ოპერაცია.
საოპერაციოში სასწრაფოდ შეყვანის საკითხი მარტივად, 3 კლინიკურ ნიშნის მიხედვით წყდება:
- ოფთალმოპლეგია;
- პარალიზური მიდრიაზი;
- რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება.
ეგზოფთალმია, ოპტიკური ნერვის ანთება და ოკულომოტორული პარეზი
ამის მიზეზი შესაძლოა გახდეს ეთმოიდური ან სფენოიდური მუკო ან პიოცელე. დიაგნოზის დასაზუსტებლად, აუცილებელია CT კვლევა. მკურნალობა, რასაკვირველია, ქირურგიულია.
მენინგო-ენცეფალიტები
ამ დაავადების გამომწვევია St. Aureus-ით გართულებული ფრონტიტი ან სფენოიდიტი. ინფექციის გავრცელება, როგორც წესი, ხდება ტრომბოფლებიტის გზით. შესაძლოა ოსტეომიელიტის შედეგად გავრცელებული ინტრაკრანიალური ინფიცირებაც, მაგ. ჩირქოვანი მენინგიტი, სუბდურალური ემპიემა, კავერნოზული თრომბოფლებიტი, ექსტრამენინგეალური აბსცესი, ტვინის აბსცესი. თუმცა, ძალიან იშვიათად.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზოგიერთი სიმსივნოვანი პროცესი იძლევა ფებრილიტეტის და ფრონტალური ტკივილების სურათს. ამ დროს, არ არის აუცილებელი იყოს სინუსიტი.
ნებისმიერი სინუსიტის დროს, როდესაც ადეკვატური მკურნალობა უშედეგოა და ტკივილი მაინც არ გადის, ინტრაკრანიალური გართულების გამოსარიცხად, აუცილებელია CT კვლევა.
NOTA BENE
|