სისხლიანი დრამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„სისხლიანი დრამა“ - აღორძინების ეპოქის ინგლისური დრამატურგიის ჟანრი (ტერმინი გვიანდელი ხანისაა); ტრაგედიის ნაირსახეობა, რომელშიც ეფექტი მიღწეულია მრავალრიცხოვან საშინელებათა და სისხლიან ბოროტმოქმედებათა ასახვით.

„სისხლიანი დრამა“ ძირითადად აგებული იყო სისხლიან შურისძიებაზე. მათ შორის ყველაზე ტიპიურია კიდის „ესპანური ტრაგედია“, მარლოს „მალტიელი ებრაელი“, შექსპირის „ტიტუს ანდრონიკუსი“ (შექსპირი თავის ტრაგედიებში ყურადღებას ამახვილებს პერსონაჟების ტრაგიკულ განცდებზე, ამიტომ ისინი არ განეკუთვნება „სისხლიან დრამას“). „სისხლიანი დრამა განსაკუთრებით გავრცელებული იყო ინგლისური აღორძინების საწყის ხანაში და ასევე ბოლო პერიოდშიც“ (ს. ტიორნერი, ფ. მესინჯერი, ნაწილობრივ ფ. ბომონტი და ჯ. ფლეტჩერი).



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები