სიუიტა (ქორეოგრაფიული კომპოზიცია)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სიუიტა — საცეკვაო-ქორეოგრაფიული კომპოზიცია, რომელიც შედგება საერთო თემით გაერთიანებული ნომრებისა თუ ნაწილების კონტრასტულობის პრინციპზე აგებული რამდენიმე ცეკვისაგან. მათი თანმიმდევრობა ითვალისწინებს — ჩქარი და ნელი რიტმების მონაცვლეობას. სიუიტური აგებულება ხშირად გამოიყენება ბალეტში. მაგ.: გედების ცეკვა „გედის ტბის“ II მოქმედებაში, სხვადასხვა ეროვნულ ცეკვათა სიუიტა (იქვე, III მოქმედება) სიუიტა „შჩელკუნჩიკში“, „რაიმონდაში“ და სხვ.)