სიურიუჩიუ ჟულდუზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სჲურჲუჩჲუ ჟულდუზ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Сюрючю жулдуз – „ვარსკვლავი-მწყემსი“) – მესაქონლეობასთან დაკავშირებული ბალყარულ-ყარაჩული საწესო ცეკვა. სრულდებოდა საზაფხულო საძოვრებზე საქონლის გარეკვის დროს. ნაბდებში გამოწყობილი შემსრულებლები კომბლით ხელში ფეხის წვერებზე შემდგარნი ცეკვავდნენ. აქვე იმართებოდა დოღი, რომელშიც გამარჯვებულს სხვადასხვა პრიზით აჯილდოებდნენ და სჲურჲუჩჲუ ჟულდუზის ცეკვას უძღვნიდნენ, შემდეგ კი მარიამის წმ. ქვასთან (Байрым таш) მსხვერპლშეწირვას აწყობდნენ. მწყემსთა შორის არსებული ჩვეულების თანახმად, კვეთის გასხვისება იკრძალებოდა, რათა მისი მფარველი სული არ განერისხებინათ. ამიტომ ისინი კვეთს ერთმანეთს პარავდნენ და ამით სულს ატყუებდნენ. სჲურჲუჩჲუ ჟულდუზი კვეთის მოპარვის დროსაც სრულდებოდა.



ლიტერატურა

  • Джуртубаев М. Ч. Древние верования балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1991;
  • Кудаев М. Ч. Карачаево-балкарская этнохореография и символика. Нальчик, 2003.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები