სიქსუსი ელენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელენ სიქსუსი

სიქსუსი ელენ - (ფრ. Héléne Cixous) ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ლიტერატურის კრიტიკოსი.

ფრანგი მწერალი ელენ სიქსუსი დაიბადა 1937 წელს. მისი ნაწარმოებები ჯოისის გავლენით შეიქმნა, რომლებშიც ავტორი გამოხატავს თავის დაკვირვებებსა და მოსაზრებებს ქალის ბედისა და ემანსიპაციის პრობლემის შესახებ. იგი, როგორც ანგლო-საქსური ლიტერატურის სპეციალისტი, ხელმძღვანელობს ქალთა სასწავლო ცენტრს, რომელიც თვითონ დააარსა და პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა ფილოსოფიის საერთაშორისო კოლეჯში.

რეგულარულად თანამშრომლობს მზის თეატრთან (Théâtre du Soleil), სადაც 1994 წელს დაიდგა მისი პიესა - „ისტორია, რომელიც არასოდეს გვეცოდინება“ („L’Histoire qu’on ne connaîtra jamais“), ხოლო მანამდე 1987 წელს ა. მნუშკინასთან ერთად - „ინდიადა“ („L’Indiade“). სიქსუსი, როგორც ფემინიზმის მიმდევარი, ავითარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ყოველი ადამიანი თვითგამოხატვას საწინააღმდეგო სქესიდან გამომდინარე სწორედ მამრობითსა თუ მდედრობით საწყისში ჰპოვებს. მისი, როგორც მწერლის მოღვაწეობა, საზოგადოების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებაში ვლინდება, რასაც მოწმობს მიშელ ფუკოსთან ერთად დაარსებული გაერთიანება ინფორმაცია-ციხე (L’Information-Prison), ან პიესა „ვერაგი ქალაქი“ („La Ville parjure“), სადაც იგი საუბრობს შიდსით მოწამლულ სისხლზე, როგორც სოციალური ბოროტების მეტაფორასა და საზოგადოებაში სამართლის უძლურებაზე.

სიქსუსის მიერ შექმნილი ნაწარმოებებია:

  • „ღმერთის სახელი“ („Le Prénom de Dieu“, 1983);
  • „ნეიტრალური“ („Neutre“, 1972),
  • „პრომეთეს წიგნი“ („Le Livre de Prométhée“, 1983);
  • „მესამე სხეული“ („Le Troisième corps“, 1975);
  • „სათავეები“ („Les Commencements“);
  • „მზის პორტრეტი“ („Portrait du Soleil“);
  • „ქროლვანი“ („Souffles“);
  • „ანგსტი, ანუ უდანაშაულოს ხელოვნება“ („Angst, ou l’Art de l’Innocence“);
  • „დამალული ანგელოზი“ („L’Ange au secret“, 1991);
  • „ინდიადა“ („L’Indiade“, 1987).



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები