სიღრმისეული ბომბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სიღრმისეული ბომბი - საბრძოლო მასალა, რომლის დანიშნულებაა წყალქვეშა მიზნების დაზიანება.
იყოფა: სახომალდე და საავიაციო სიღრმისეულ ბომბად. შეიძლება ჰქონდეს ჩვეულებრივი ან ბირთვული აღჭურვა, კონტაქტური, უკონტაქტო ან დისტანციური ამფეთქი. თანამედროვე რეაქტიული სიღრმისეული ბომბის კალიბრია 203–375 მმ, მასა 120–250 კგ, ჩაძირვის სიჩქარე 13 მ/წმ – მდე.