სიყრუე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიყრუე — ოტოლოგისთვის ეს ტერმინი ნიშნავს სმენის აპარატის ნებისმიერი ხარისხის დაზიანებას.

ხალხში ეს ტერმინი მძიმე სმენის დაქვეითებას ან სრულ სიყრუეს გულისხმობს. ამიტომ მიზანშეწონილია, მედიცინის მუშაკებმა სიყრუის ნაცვლად, სმენის დაქვეითება ან ჰიპოაკუზია ვიხმაროთ.

სმენის ნებისმიერი დაქვეითების დროს, აუცილებელია აუდიო- მეტრიული და ოტოსკოპიური კვლევის ჩატარება. შეცდომა იქნება არ გამოვიკვლიოთ პაციენტის სმენის ორგანო მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მას სმენის დაქვეითება არ აწუხებს. გაითვალისწინეთ, რომ სმენის მცირედი დაქვეითებაც კი შესაძლოა იყოს ისეთი მძიმე დაავადების პირველი ნიშანი, როგორიც არის VIII წყვილი ნერვის (სმენის ნერვის) ნევრინომა.

სმენადაქვეითებული პაციენტის დეტალური გამოკვლევის შემდეგ, აუცილებელია პაციენტის მუდმივი მონიტორინგი, რადგან, დაავადება შესაძლოა გართულდეს.

მუდმივი მონიტორინგი ორგვარ სარგებელს გვაძლევს:
პირველი, ეს არის დამძიმების შემთხვევაში დროული, ადაპტირებული მკურნალობის ჩართვა და მეორე, მუდმივად განახლებადი მეთოდიკის გამოყენება არსებული დაავადების სამკურნალოდ.

სმენის დაქვეითების სტანდარტული გამოკვლევები ოტოსკოპიით და აუდიომეტრიით შემოიფარგლება. თუმცა, სმენის ნებისმიერი ასიმეტრიული დაქვეითების შემთხვევაში, საჭიროა გავაღრმაოთ კვლევები ტვინის ღეროს და VIII წყვილი ნერვის სიმსივნეების გამოსარიცხად.

NOTA BENE
  • ჰიპოაკუზიის ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა აუდიომეტრიული და ოტოსკოპიური გამოკვლევის ჩატარება;
  • სმენის ნებისმიერი ასიმეტრიული დაქვეითების დროს, უნდა გამოირიცხოს რეტროკოხლეარული პათოლოგია, ნევრინომა, რაც გაღრმავებული რეტროკოხლეარული გამოკვლევით გამოაშკარავდება;

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები