სიჩუმის წუთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სიჩუმის წუთი - სამწუთიანი პერიოდი: ყოველი საათის მე-15–მე-18 და 45-ე–48-ე წუთები, რომელთა განმავლობაში რადიოტელეგრაფული სადგურები მუშაობენ მხოლოდ მიღებაზე 500 კჰც სიხშირეზე, რადიოტელეფონისთვის – ყოველი საათის 00–მე-03 და 30-ე – 33-ე წუთები. დადგენილია ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის საერთაშორისო კონვენციებით.