სიხშირული ლექსიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიხშირული ლექსიკონი – სტატისტიკური ტიპის ლექსიკონი, რომელშიც სიტყვები დალაგებულია ენაში მათი გამოყენების სიხშირის მიხედვით. სიხშირული ლექსიკონი შეიძლება დამუშავდეს მთელი სალიტერატურო ენისათვის, ენის განვითარების ერთი რომელიმე პერიოდისათვის, ანდა ერთი რომელიმე მწერლის ენის მიხედვით. სიხშირული ლექსიკონისათვის შესაფერის მონაცემებს იძლევა სიმფონია-ლექსიკონები; მით უფრო, თუ სიმფონია ერთი მწერლის, ან ერთი რომელიმე თხზულების მიხედვით არის მომზადებული, უკვე შეიძლება ლაპარაკი შესაბამისი სიხშირული სტატისტიკის შესახებ. დიდია სიხშირული ლექსიკონის პრაქტიკულ-ლექსიკოგრაფიული და პედაგოგიური მნიშვნელობა: მის საფუძველზე შეირჩევა ძირითადი ფონდის სიტყვები, შედგება შესაბამისი განმარტებითი თუ თარგმნითი ლექსიკონები. თანამედროვე განვითარებულ ენებში მოიპოვება არაერთი სიხშირული ლექსიკონი მაგ. რუსულში: Частотный словарь русского языка М., 1977; Частотный словарь М.Ю Лермонтова - Лермонтовская энциклопедия. М.1981, და სხვ. არჩ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერთა ინსტიტუტში ბ. ფოჩხუას ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა მუშაობა ქართული ენის სიხშირულ ლექსიკონზე.

ა. არაბული

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები