სკალარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სკალარი (სკალარული სიდიდე) (ლათ. scalaris – კიბისებრი, საფეხურებიანი.) – სიდიდე, რომლის ყოველი მნიშვნელობა შეიძლება გამოისახოს ერთი ნამდვილი რიცხვით მოცემულ სივრცეში არჩეული კოორდინატთა სისტემისაგან დამოუკიდებლად, ან იმ ველის ერთ ელემენტით, რომელზეც აგებულია ვექტორული სივრცე.

სკალარული სიდიდეებისათვის დამახასიათებელია მხოლოდ რიცხობრივი მნიშვნელობა (მაგ. სიგრძე, ფართობი, დრო, მასა, სიმკვრივე, ტემპერატურა, მუშაობა და სხვ).

თავისი ალგებრის შექმნისას ვიეტი იხილავდა არა მარტო სიგრძეს, ფართობს, მოცულობას, არამედ სიდიდეებს, რომლებსაც არავითარი გეომეტრიული აზრი არ ჰქონდათ: კვადრატო – კვადრატს, კვადრატო – კუბს და ა.შ. ეს აღმავალი ხარისხები ქმნიან სკალას – კიბეს; ხოლო სიდიდეებს ვიეტიმ უწოდა „სკალარები“ – საფეხურები; ამ მნიშვნელობით სიტყვა – სკალარი პირველად შევიდა მათემატიკაში. თანამედროვე ტერმინი „სკალარული სიდიდე“ (განსხვავებით ვექტორული სიდიდისაგან) შემოიღო ჰამილტონმა, რომელმაც იგი შექმნა იმავე ლათინური სიტყვიდან scala – „სკალა“, „კიბე“ (1843).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები