სკაფანდრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხისტი სკაფანდრი: 1–ილუმინატორები; 2–ამწევი რგოლსარჭი; 3–სატელეფონო კაბელი; 4–შესასვლელი ლიუკი; 5–ფეხების სახსრები; 6–ილუმინატორები; 7–ხელების სახსრები
სკაფანდრი - (ფრ. scaphandre < ბერძ. σκάφη – ნავი და άνήρ, ανδρός –კაცი, ადამიანი) წყალქვეშა აღჭურვილობის ნაკეთობათა კომპლექტი, რომელიც მყვინთავის წყლისგან მაიზოლირებელ აირწყალგაუმტარ გარსს ქმნის, მაგრამ ამაღლებული წნევისგან ვერ იცავს.