სკიფოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სკიფოსი – (ძვ.ბერძ. σκύφος), ღვინის სასმელი ღრმა, ჭიქისებური ფორმის, ბრტყელ ძირიანი, ორყურა ჭურჭელი. ჰორიზონტალური ყურები, როგორც წესი, ზედა ნაწილზე, უშუალოდ პირს ქვემოთაა მიძერწილი, ხოლო მუცელი ქვემოთკენაა შევიწროებული და მთავრდება ბრტყელი ძირით, რომელსაც დაბალი, რელიეფური სარტყელით გამოყვანილი სადგარი აქვს. ჭურჭლის ამ ფორმას საუკუნეების (ძვ. წ. VI-IV სს.) მანძილზე არსებითი ცვლილებები არ განუცდია, მხოლოდ ძვ. წ. IV ს. პირველ ნახევარში (უფრო, მეორე მეოთხედში) ჩნდება სკიფოსის ის ნაირსახეობა, რომელიც მკვეთრად პროფილირებული და ძირისაკენ ძლიერ შევიწროებული ტანით ხასიათდება. სკიფოსის ამ ტიპს ზოგიერთი მკვლევარი კოტილას უწოდებს.