ქილიკები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სკომოროხები-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სკომოროხები

ქილიკები — (რუს. Скоморо́хи), მოხეტიალე მსახიობების (მომღერლები, მოცეკვავეები, მუსიკოსები, აკრობატები, მეზღაპრეები, ცხოველების მწვრთნელები) კრებსითი სახელწოდება ძველ რუსეთში.

წარმოდგენებს მართავდნენ ქუჩებსა და მოედნებზე. თავად უღარიბესი ფენის წარმომადგენლები, ხშირად მიმართავდნენ გაბატონებულია კრიტიკას და პაროდირებას, უპირისპირდებოდნენ ასკეტიზმს, იყენებდნენ გადაცმებს და ნიღბებს.

„სკომოროხი“ რუსეთში პირველად მოიხსენიება XI საუკუნიდან და ხსენებაშია XVII-XVIII საუკუნემდე. მე-16-17 საუკუნეებში სკომოროხები გაერთიანდნენ დიდ ჯგუფად – ვატაგებად. ისინი მუდმივად იდევნებოდნენ ეკლესიის მხრიდან. 1648 წ. მეფის ბრძანებით სკომოროხების თამაშობები ოფიციალურად აიკრძალა. სკომოროხების ხელოვნებამ მოახდინა ზეგავლენა მე-18-19 საუკუნეების ბალაგანურ თეატრებზე, შემდგომ კი გადაინაცვლა ცირკში და ესტრადაზე.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები