სკორპენების ოჯახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სკორპენების ანუ ზღვის ჩოჩიების ოჯახი – Scorpaenidae

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: სკორპენისნაირნი
ოჯახი: სკორპენისებრნი

თევზების გვარი სკორპენების ოჯახისა. სხეული წაგრძელებულია, გვერდებიდან მეტ-ნაკლებად შებრტყელებულია ქერცლითაა დაფარული ან შიშველია. თავი დიდია, ერთი ან რამდენიმე წყვილი სავარცხლითაა აღჭურვილი. ლაყუჩის წინა სახურავს ძვალსქვედა და უკანა კიდეებზე კონუსისებური ქიცვები (ეკალი) აქვს. ზურგის ერთი ფარფლია, რომელიც ზოგჯერ ღრმა ამონაკვეთით ორ ნაწილად იყოფა. ზურგის ფარფლის მჩხვლეტავი (ეკლიანი) ნაწილი შეიცავს ძლიერ ქიცვებს და რბილებზე უფრო გრძელია. ანალური ფარფლი უმეტეს შემთხვევაში ზურგის ფარფლის რბილსხივებიანზე მოკლეა. ის სამი ქიცვიანი სხივითაა აღჭურვილი. მუცლის ფარფლები მკერდზე, მკერდის ფარფლების ქვეშ ან ცოტა მათ უკანაა.

სკორპენებიდან ზოგიერთი ცოცხალ ლიფსიტებს შობს.

სკორპენები ყველა თბილ და ზომიერ ზღვებშია გავრცელებული. ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებში – შავ, ბარენცის, ბერინგის, ოხოტის და იაპონიის ზღვებში ვხვდებით.

საქართველოს შავი ზღვის წყლებში გვხვდება ერთი გვარი, ერთი სახეობით.

წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები