სკრიაბინემოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სკრიაბინემოზი – (skrjabinemosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Skrjabinema + ბერძნ. osis დაავადება), ცხვრისა და თხის ჰელმინთოზი. აღმძვრელი – Skrjabinema ovis (ლათ. ovis თხა) პარაზიტობს მსხვილ ნაწლავებში. გავრცელებულია ყველგან. უპირატესად, მიმდინარე წელს დაბადებული მოზარდეული ავადდება.
სიმპტომები: ქავილი ანუსისა და შორისის მიდამოებში, ბეწვის აჩეჩვა, დაბეჟილობა და ფუფხები კუდზე, ზოგ შემთხვევაში კუდის შიდა მხარეზე კანის ანთება წყლულების წარმოქმნით.