სკრინინგ ტესტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სკრინინგ ტესტი - (screening test) – ინსტრუმენტი ან პროცედურა (ბიოლოგიური ან ფსიქოლოგიური), რომლის მთავარი მიზანია გამოავლინოს პოპულაციაში რაც შეიძლება მეტი დაავადების, აშლილობის ან დაავადების რისკის შემთხვევა მოცემულ მომენტში. აღნიშნული ტესტის პასუხი არ უნდა ჩაითვალოს დიაგნოზად, ამ ცნების მკაცრი გაგებით, მაგრამ, როგორც წესი, დადებითი შედეგის შემთხვევაში, ტესტის მონაცემების გადამოწმება აუცილებელია ერთი ან რამდენიმე განმსაზღვრელი ტესტით მიღებული მონაცემების დადასტურების ან უარყოფის მიზნით. მაღალი მგრძნობელობის ტესტებს შეუძლია გამოავლინოს პოპულაციაში გავრცლებულ დაავადებათა უმრავლესობა. მაგ., 90-იანი მგრძნობელობა ნიშნავს, რომ ტესტს აქვს შესაძლებლობა გამოავლინოს 90 დაავადებული ყოველი 100 ავადმყოფიდან (და გამოტოვოს 10 შემთხვევა, რომელიც „ცრუუარყოფით“ ჯგუფს შეადგენს)

სპეციფიკურობას მიეკუთვნება ტესტის უნარი გამორიცხოს ცრუ შემთხვევის არსებობა, ანუ რაც უფრო მეტია სპეციფიკურობა, მით უფრო ნაკლებია იმის ალბათობა, რომ თუ პირს აღენიშნა დადებითი პასუხი, ღრმა გამოკვლევის შემთხვევაში, არ აღმოჩნდება დაავადებული მოცემული პათოლოგიით („ცრუდადებითი“ შემთხვევები).

ტერმინი „სკრინინგ-ინსტრუმენტი“ აგრეთვე ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სახის კითხვარისა და მოკლე ინტერვიუს აღსანიშნავად. მაგ., ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული დარღვევების გამოსავლინებელი ტესტი, (AVDIT), მიჩიგანის სკრინინგ-ტესტი ალკოჰოლიზმზე (MAST), მიუნხენის ტესტი ალკოჰოლიზმზე (TALT) და სხვა.


იხილე აგრეთვე

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები