სკუმბრია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სკუმბრია (მაკრელი) – Scomber scombus Linne 1758
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: სკუნბრიასნაირნი
ოჯახი: სკუმბრიასებრნი
გვარი: ატლანტის სკუმბრიას გვარი
სახეობა: სკუმბრია
თევზის სახეობა სკუმბრიასებრთა ოჯახისა. მალები 30-31-ია, სხეული თითისტარისებურია. ზურგის მეორე ფარფლის უკან 5-6 პატარა ფარფლია. საცურავი ბუშტი არა აქვს. ცხიმოვანი ქუთუთო კარგადაა განვითარებული, მაგრამ გუგას არ ერთვის.
გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში, ბარენცისა და თეთრ ზღვებიდან კანარის კუნძულებამდე, ხმელთაშუა, მარმარილოს და შავ ზღვებში.
სარეწაო მნიშვნელობა დიდია. ხორცი ცხიმიანი (16%-მდე), ნაზი და გემრიელია. ამზადებენ შებოლვილი და დამარილებულის სახით. იყენებენ კონსერვების დასამზადებლად.