სლოანი ჰანს
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სერ ჰანს სლოანი – (1660-1753), წარმოშობით ირლანდიელი, ცნობილი ბრიტანელი მედიკოსი, ნატურალისტი და კოლექციონერი. განათლება მიიღო ლონდონში, ახალგაზრდობის წლებში გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც მიიღო დოქტორის ხარისხი, 1687 წელს კი – კუნძულ იამაიკაზე ექიმად. იქ ყოფნის დროს აღწერა და შეისწავლა 800-მდე სახეობის მცენარე და გამოსცა დეტალური კატალოგი.
ჰანს სლოანი იყო ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი, 1693 წლიდან კი – სამეფო სამეცნიერო საზოგადოების თავჯდომარე, 1727 წელს კი ამავე საზოგადოების პრეზიდენტის თანამდებობაზე შეცვალა ისააკ ნიუტონი. სერ ჰანს სლოანმა შეაგროვა ანტიკვარული ნივთების მდიდარი და მნიშვნელოვანი კოლექცია, რომელიც მისივე ანდერძით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამ საფუძველზე 1759 წელს დაარსდა ბრიტანეთის მუზეუმი.