სლოვენია
სლოვენია (Slovenija - სლოვენიის რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ადრიატიკის ზღვის ვენეციის ყურეზე გასასვლელით.
ფართობი 20,3 ათ. კმ2.
მოსახლეობა 2 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – სლოვენური.
დედაქალაქი - ქ. ლიუბლიანა.
ადმინისტრაციულად იყოფა 182 მუნიციპალიტეტად და 11 ქალაქად.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი, აღმასრულებელი – მთავრობა.
ნატოს წევრი ქვეყანაა. სუვერენიტეტი გამოცხადდა 1991 წლის 25 ივნისს, იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკიდან გამოსვლის შემდეგ.
სარჩევი[დამალვა] |
ეკონომიკა
სლოვენია ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. განვითარებულია შავი და ფერადი მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ქიმიური, ხის დასამუშავებელი, საფეიქრო და კვების მრეწველობა.
სოფლის მეურნეობაში წამყვანი დარგებია: მესაქონლეობა, მიწათმოქმედება (მარცვლეული კულტურები, მევენახეობა და სხვა).
საზღვაო პორტები
საზღვაო პორტებია: პირანი, კოპერი.
საერთაშორისო აეროპორტები
საერთაშორისო აეროპორტებია ლიუბლიანა, მარიბორი.
შეიარაღებული ძალები
შეიარაღებული ძალები, საერთო შემადგენლობით 7,2 ათ. კაცი (2012), ორგანიზებულია ტერიტორიულ-მილიციური პრინციპით, შედგება სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ჯარებისაგან. რეზერვი – 20 ათ. კაცი. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული მეთოდით.