სმენით-მხედველობითი პოლიფონია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სმენით-მხედველობითი (შუქ-ბგეროვანი) პოლიფონია — სმენით-მხედველობითი სინთეზის ფორმა (კინემატოგრაფიაში, შუქურ მუსიკაში); უზრუნველყოფს ორიგინალური სინთეზური ნაწარმოებების შექმნას თანასწორუფლებიანი და დამოუკიდებელი განვითარების მქონე სინთეზირებული ელემენტებით, რომლებიც სხვადასხვა ხარისხის სიახლოვისა და კონტრასტულობის დამოკიდებულებაში იმყოფებიან.