სობა წითელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სობა წითელი – მესხური ვაზის ჯიში. ძველად ფართოდ იყო გავრცელებული მესხეთში. შემორჩენილია ძველ ბაღებში ცალკეული ეგზემპლარების სახით. ნაყოფის საშუალო ზომისაა, წაკვეთილკონუსისებრი, ყვითელი-მოწითალო, ჟანგისფერი ლაქებით, თხელკანიანი. ტკბილი, წვნიანი და არომატულია. სრულ მსხმოიარობაში შედის მე-7-8 წელს. მცირე მოსავლიანია (იძლევა 100-150 კგ მოსავალს). შენახვის მცირე ვადა აქვს (თებერვლამდე) და ვერ იტანს ტრანსპორტირებას. სუსტია დაავადებების მიმართ.