სოდერბერგი სთივენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სთივენ სოდერბერგი

სთივენ სოდერბერგი (დაიბადა 1963 წელს ატლანტაში, ჯორჯიის შტატი, აშშ) – ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი, ოპერატორი და მემონტაჟე; კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტოს“ ლაურეატი და „ოსკარის“ პრემიის მფლობელი რეჟისურაში.

ჯერ სკოლა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ანიმატორების კურსებზე მოეწყო უნივერსიტეტში, სადაც გადაიღო თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

1987 წელს სოდერბერგმა გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი-გამოკვლევა სექსუალურ ურთიერთობებზე „უინსთონი“, რომლის ლოგიკურ გაგრძელებად იქცა სრულმეტრაჟიანი სურათი „სექსი, ტყუილი და ვიდეო“, რომლის პრემიერა „სანდენსის“ კინოფესტივალზე შედგა. ფილმმა რეჟისორს კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო“ და ორიგინალური სცენარისთვის „ოსკარის“ ნომინაცია მოუტანა.

ფილმოგრაფია და ჯილდოები:

  • 1989 – „სექსი, ტყუილი და ვიდეო“ (კანის სკფ. „ოქროს პალმის რტო“, ფიპრესის პრიზი; სანდენსის სკფ. მაყურებელთა სიმპათიის პრიზი)
  • 1991 – „კაფკა“
  • 1993 – „მთის მეფე“
  • 1996 – „გრეის ანატომია“
  • 1996 – „შიზოპოლისი“
  • 1999 – „ინგლისელი“
  • 2000 – „ერინ ბროკოვიჩი“
  • 2000 – „ტრაფიკი“ (ოსკარი საუკეთესო რეჟისურისთვის)
  • 2001 – „ოუშენის 11 მეგობარი“
  • 2008 – „ჩე“
  • 2009 – „ქალიშვილი გამოძახებით“
  • 2012 – „სუპერ მაიკი“
  • 2013 – „კანდელაბრებს მიღმა“
  • 2014 – „საავადმყოფო ნიქერბოქერი“

და სხვა.

წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები