სოვანიარგი ჟან-ვიქტორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან-ვიქტორ სოვანიარგი

ჟან-ვიქტორ სოვანიარგი – (ფრანგ. Jean Sauvagnargues, 2 აპრილი 1915, პარიზი — 6 აგვისტო 2002, პარიზი), ფრანგი დიპლომატი.

დიპლომატიურ სამსახურში იმყოფებოდა 1941-დან.
1943 მიემხრო საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობას.
1945-46 – გენერალ დე გოლის კაბინეტის თანამშრომელი;
1946-48 – საფრანგეთის კომისარიატის პოლიტიკური განყოფილების უფროსი გერმანიის საკითხებთან დაკავშირებით.
1949-54 – საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური ევროპის განყოფილების გამგის მოადგილე;
1955-56 – საგარეო საქმეთა სამინისტროს კაბინეტის თანამშრომელი;
1956 – საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, მაროკოსა და ტუნისის საკითხებთან დაკავშირებით;
1956-60 – ეთიოპიაში საფრანგეთის ელჩი;
1960-62 – საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორი;
1962-70 – ტუნისში საფრანგეთის ელჩი;
1970-74 – ელჩი გფრ-ში. აქტიურად მონაწილეობდა ოთხმხრივი შეთანხმების მიღწევაში დასავლეთ ბერლინის საკითხებთან დაკავშირებით; 1971, 1974-76 – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი;
1977-81– დიდ ბრიტანეთში საფრანგეთის ელჩია, ერთდროულად
1977-78 – მთავრობის დიპლომატიური მრჩეველი.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები