სოკომწარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

სოკომწარა — (ლათ. Lactarius rufus (Fr.) Fr), რძისებრწვნიანი სოკოებიდან ყველაზე მწვავე გემოთი სოკო − მწარა გამოირჩევა. 3-8 სმ სიგანის ქუდი ძაბრისებრია, ცენტრში ბურცობით. გლუვი, მოწითალო-მოყავისფრო, მოვერცხლისფრო- მბრწყინავი. ფეხზე მიზრდილი ან მასზე ოდნავ დაღმავალი ფირფიტები ხორცისფერ-წითელ ჟანგმიწისფერია. ხშირი განლაგებით ხასიათდება და განტოტვილია.

ფეხის სიმაღლე 6–8 სმ, დიამეტრი კი 1-1,5 სმ აღწევს, თავისივე ქუდისფერია. ძირში ბოჭკოვანი.

რბილობი მოთეთროა, მოგვიანებით ხორცისფერ ელფერს იღებს. რძისებრი წვენი თეთრია, ჰაერზე გოგირდისფერ-ყვითელი ხდება. (ი. ნახუცრიშვილი, 1985), ფერს არ იცვლის (ი. კლანი, 1984). სპორების ფხვნილი თეთრია, თვით სპორები კი უფერული. იზრდება ზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით, წიწვოვან და შერეულ ტყეებში. იგი მიქორიზული სოკოა, ნაძვის, ფიჭვის და სოჭისათვის.

ამ სოკოს გამოცნობა ადვილია წითელ-ყავისფერი ქუდით, ცენტრში კონუსური ბუცობით, აგრეთვე მეტაღ მწვავე ცხარე გემოთი, მიუხედავად ამისა, სოკომწარა საჭმელად მაინც გამოიყენება. საჭიროა მხოლოდ წინასწარ დაჭრილი სოკო წყალში გავაჩეროთ 10 საათის განმავლობაში, ამის შემდეგ ეს წყალი გადავღვაროთ და მარილიან წყალში 10 წუთი ვხარშოთ, სოკო შეიძლება შეიწვას ან სხვა წესით მომზადდეს.


წყარო

სოკოები: გამოყენება და კულტივირების ტექნოლოგია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები