სოლარიზაცია (კინო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოლარიზაცია — ფოტოგრაფიული ეფექტი, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ შუქმგრძნობიარე მასალაზე სინათლის ხანგრძლივი ზემოქმედებით, გამჟღავნების შემდეგ მიიღება შესუსტებული ოპტიკური სიმუქე იქ, სადაც ხანგრძლივი იყო ექსპოზიცია და არა პირიქით, როგორც ზომიერი ექსპოზიციების დროს. სოლარიზაციის ის შედეგად ნეგატიური გამოსახულება ან მისი ნაწილი გადაიქცევა პოზიტიურად. სრული სოლარიზაცია წარმოიქმნება შუქმგრძნობი მასალის განსაკუთრებით ხანგრძლივი ექსპონირების შედეგად, ნაწილობრივი კი — როდესაც გადაღების ობიექტში არის კაშკაშა დეტალები (მზე, ძლიერი შუქის ნათურა და სხვ.) სოლარიზაციის ეფექტი გამოიყენება ხოლმე როგორც ერთ-ერთი გამომსახველობითი საშუალება კინოსაოპერატორო ხელოვნებაში (განსაკუთრებით ფერად ფილმებში).



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები