სოლოვიოვ-სედოი ვასილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვასილი სოლოვიოვ-სედოი

ვასილი სოლოვიოვ-სედოი – (12 აპრილი 1907, პეტერბურგი – 2 დეკემბერი 1979, ლენინგრადი), რუსი კომპოზიტორი სსრკ სახალხო არტისტი (1967). 1936 დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია (პ. რიაზანოვის საკომპოზიციო კლასი), სსოლოვიოვ-სედოი რუსული სიმღერის ერთ-ერთი გამოჩენილი ოსტატია. აღსანიშნავია მისი ლირიკული სიმღერები („დაუკარ ჩემო ბაიანო“, 1941; „საღამო რეიდზე“, 1941; „ბულბულები“, 1944; ცნობილი „მოსკოვური საღამოები“, 1956; „ბალადა ჯარისკაცზე“, 1960; „სიმღერა რუსეთზე“, (1971) და სხვ. ავტორია ბალეტებისა: „ტარას ბულბა“ (1940, II რედ. 1955). „ნავსადგურს მოადგა „როსია“ (1964); ოპერეტებისა: „ერთგული მეგობარი“ (1945), „ყველაზე სანუკვარი“ (1952); „ოლიმპიური ვარსკვლავები“ (1962); შექმნილი აქვს კინოფილმისა და დრამატული სპექტაკლების მუსიკა.






წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები