სოსელო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოსელო − (1879 − 1953) ნამდვილი სახელი და გვარი – იოსებ ჯუღაშვილი, ფსევდონიმი – სტალინი. დაიბადა გორში. 1888 წელს შეიყვანეს გორის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც დაასრულა 1894 წელს. იმავე წელს სწავლა განაგრძო ტფილისის სასულიერო სემინარიაში...
- დილა
- ვარდს გაეფურჩქნა კოკორი,
- გადაჰხვეოდა იასა,
- ზამბახსაც გაჰღვიძებოდა
- და თავს უხრიდა ნიავსა.
- ტოროლა მაღლა ღრუბლებში
- წკრიალ-წკრიალით ჰგალობდა,
- ბულბულიც, გრძნობით აღვსილი,
- ნაზის ხმით ამას ამბობდა:
- „აჰყვავდი ტურფა ქვეყანავ,
- ილხინე, ივერთ მხარეო,
- და შენც, ქართველო, სწავლითა
- სამშობლო გაახარეო!”