სოსიეტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„სოსიეტერი“ – (ფრანგ. societaire, societe – ამხანაგობა), ფრანგული თეატრის „კომედი ფრანსეზის“ დასის წევრთა სახელწოდება, რომლებმაც შექმნეს წილობრივი თვითმმართველობითი საზოგადოება. თეატრის მთელი შემოსავალი იყოფოდა მოწილეთა გარკვეულ რაოდენობაზე მათი შენატანისდა მიხედვით. „სოსიეტერში“ მონაწილეობას იღებდა მეფეც (მთელის ნახევარი). თავის წილს იგი აძლევდა მის მიერვე მოწვეულ მსახიობებს დასთან შეთანხმების გარეშე.

„კომედი ფრანსეზის“ ჩასახვის წლებში (XVII ს.) დასში იყო 21 მოწილე. წილების ოდენობა 23-ს არ გასცდენია, რადგან მოწილე მსახიობები არ იყვნენ დაინტერესებულნი წილების გაზრდით. „სოსიეტერის“ პრაქტიკა არსებობს დღემდე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები