სოსო აბზიანიძის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოსო (კობა) აბზიანიძის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ისანი-სამგორის რაიონი (ორხევის დასახლება): თენგიზ ჩანტლაძის ქუჩიდან გიორგი მუხაძის ქუჩამდე. უსახელო მონაკვეთს ს. აბზიანიძის სახელი დაერქვა 1995 წელს. ქუჩაზეა წმინდა ნინოს ეკლესია (2000).