სოფელ ანდორეთის ღვთისმშობლის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოფელ ანდორეთის ღვთისმშობლის ეკლესია - გვიანი შუა საუკუნეები - ეკლესია სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 1 კმ-ზე მდებარეობს. ძეგლი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით. ფასადები შემდეგ შებათქაშებულ-შეთეთრებულია. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია ვიწრო, თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ძირში და ჩრდილოეთ კედელთან ტრაპეზის ქვები დევს. სამხრეთით და ჩრდილოეთით ნიშებია, რომელთაგან სამხრეთის საკმაოდ ღრმაა.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა