სოფელ ბიყარის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხედი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან

სოფელ ბიყარის ეკლესია - გვიანი შუა საუკუნეები - ეკლესია მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, მდ. მეჯუდას მარცხენა ნაპირას. ძეგლი ნაგებია ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. წყობა სწორხაზოვანია. შესასვლელები და სარკმლების თაღები გადაყვანილია აგურის წყობით.

დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც გაჭრილია სამი მაღალი თაღოვანი სარკმელი. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია პილასტრებით. გრძივი კედლები ოთხი წყვილი პილასტრის საშუალებით თანაბარ ნაწილებად იყოფა. ინტერიერი შელესილი ყოფილა. ნალესობა მრავალ ადგილას ჩამოცვენილია. ჩრდილოეთ სამხრეთ კედლებში სიმეტრიულად განლაგებული თაღოვანი სარკმლებია. ასეთივე სარკმელია დასავლეთ კედელშიც. დასავლეთის და სამხრეთის თაღოვანი შესასვლელების ორივე კარი ნაოთხალია. სამხრეთის შესასვლელის თავზე, აგურის წყობაში ამოკვეთილი ჯვარია. დანარჩენი ფასადები სადაა. დასავლეთის კეხზე აღმართულია აგურით ნაგები სამრეკლო, რომელიც ღია ფანჩატურს წარმოადგენს. ღმოსავლეთის და ჩრდილოეთის ფასადებზე მიწის დონე ძლიერ აწეულია. ეკლესია დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე. კამარა და კონქი ჩამოქცეულია. კედლები დაბზარულია. ინტერიერში ამოსულია დიდი ზომის მცენარეები.


წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები