სოფელ ვილდას ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სქემატური გეგმა

სოფელ ვილდას ციხე - გვიანი შუა საუკუნეები - სოფლიდან ჩრდილოეთით 4 კმ-ზე ნასოფლარ ტბასთან მდებარე ციხე და შემორჩენილი სათავსები ნაგებია დიდი ზომის ფიქალით, გამოყენებულია კლდის ქანებიც. წყობა მშრალია. ციხე გეგმით ოვალურია, სამხრეთ-დასავლეთით ჩართული სწორკუთხა კოშკით. ციხეში შესასვლელი სამხრეთ კედელშია მოთავსებული. მის მარჯვნივ, ციხის კედლის გარეთ, შემორჩენილია ციხის სწორკუთხა სათავსის ნანგრევები. კედლების სიმაღლე დაახლ. 1-2 მეტრს აღწევს, ზოგან უფრო ნაკლებია. გალავნის შიგნით ერთმანეთის მიჯრით განლაგებულია გეგმით სწორკუთხა სათავსები. კედლების დაზიანების გამო მათი დანიშნულება გაურკვეველია. ციხის ცენტრალურ ნაწილში შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევი. იკითხება აბსიდა და კონქის მცირე ნაწილი, აგრეთვე ჩრდილოეთი, სამხრეთი და დასავლეთი კედლების ფრაგმენტები. ეკლესიაში მიწის დონე აწეულია. ციხის კოშკის კედლების სიმაღლე 2,5 მეტრს აღწევს. კოშკის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია სათოფურები. კოშკის ცენტრში კი ოთხკუთხა, მასიური სათვალთვალო სვეტი დგას. ციხის ღერძი ვითარდება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. ტერიტორია გავსებულია ჩამონაშალი ქვებით. ძეგლი ძლიერ არის დაზიანებული.


წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები