სოფელ ზემო ხელჩუას მაცხოვრის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოფელ ზემო ხელჩუას მაცხოვრის ეკლესია - სოფლიდან ჩრდილოეთით 1 კმ., მთაზე მდებარე ეკლესია ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე. გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია შვერილებით. შემორჩენილია აბსიდის ნაწილი 6-7 მეტრის სიმაღლეზე, ჩრდილოეთი კედლის ფრაგმენტები კი 3-4 მეტრზე. სამხრეთი და დასავლეთი კედელი მიწის დონემდეა ჩამონგრეული. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა, რომლის წირთხლის ქვებიღა ჩანს. ინტერიერი ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა