სოფელ კვაისის ეკლესიის ნანგრევი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოფელ კვაისის ეკლესიის ნანგრევი - ძეგლი მდებარეობს ტყით დაბურულ მაღალ მთაზე, სოფ. კვაისის მახლობლად. დიდი ეკლესიის ფრაგმენტები აგებული ყოფილა წითელი ტუფით. შემორჩენილია ქვის ფილები ორნამენტებით, სიუჟეტური რელიეფებითა და ასომთავრული წარწერებით. რელიეფურ ფილაზე – "გაქცევა ეგვიპტეში" – მარცხენა მხარეს ამოტვიფრულია ასომთავრული წარწერა: "არსენს და მშობელთა მისთა შეუნდვეს ღმერთმა". ფასადების მორთვას სკულპტურული კომპოზიციებით, უძველესი ტრადიცია აქვს. ამ პერიოდის ოსტატები მარტივი ფორმების გამოყენებით აღწევდნენ უდიდეს გამომსახველობას. ქვების მნიშვნელოვანი ნაწილი წაღებულია კვაისის მაღაროს სასადილოს ასაშენებლად, რომელიც ამჟამად დანგრეულია.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა