სოფელ ლაცაურის კოშკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოფელ ლაცაურის კოშკი - ადრე შუა საუკუნეები - სოფ. ლაცაურში მოსახლის კარ-მიდამოში დგას 5 სართულის დონეზე შემორჩენილია ზურგიანი კოშკი, ნაგები ადგილობრივი წარმოშობის, მოწითალო ფერის თლილი ქვით. ქვის წყობა მშრალია, თარაზული. არქიტრავული შესასვლელი დატანებულია დასავლეთიდან, მეორე სართულზე. ფასადები ბევრ ადგილას დაბზარულია, გადახურვა მთლიანად ჩამონგრეულია. კოშკი შიგნიდან ამოვსებულია მიწით და და ჩამოცვენილი ქვით.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა